ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი. მეთორმეტე- მეცამეტე საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში , ასპინძის რაონში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე .
სამონასტრო კომპლექსი ძირითადად მეთორმეტე- მეცამეტე საუკუნეში იქნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთლი, რომელმაც იქ შექმნა გალობანი ვარძიისა ღვთისმშლობლისანი. ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი. ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი რადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლსია-მონასტრების საქმიანობას ხელმძგვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკუტ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა
კლდეში ჩაშენებული ტაძარი