Sunday, February 3, 2013

დავითგარეჯი












დავითგარეჯი- ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-7- კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში.სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი( ბერთუბანი, ჩიჩხიტაური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.










კომპლექსი დაარსდა მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იდი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით























დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება ,,გარეჯოს ათორმეტნი მონასტერნი,, შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი.




















No comments:

Post a Comment