Sunday, February 3, 2013

ვარძია







ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი. მეთორმეტე- მეცამეტე საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში , ასპინძის რაონში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე .








   სამონასტრო კომპლექსი ძირითადად მეთორმეტე- მეცამეტე საუკუნეში იქნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
















ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთლი, რომელმაც იქ შექმნა გალობანი ვარძიისა ღვთისმშლობლისანი. ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი. ვარძიის მონასტრის წინამძღვრის  სახელი რადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლსია-მონასტრების საქმიანობას ხელმძგვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკუტ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა 







                                             კლდეში ჩაშენებული ტაძარი














დავითგარეჯი












დავითგარეჯი- ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-7- კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში.სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი( ბერთუბანი, ჩიჩხიტაური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.










კომპლექსი დაარსდა მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იდი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით























დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება ,,გარეჯოს ათორმეტნი მონასტერნი,, შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი.